აქციის მონაწილეების ნაწილმა ალექსანდროვის ბაღიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.
ორბელიანის სასახლესთან შეკრებილი დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქციას მართავენ და სკანდირებენ - „საქართველო!“.
მოქალაქეებს ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და მშრალი ხიდი სრულად გადაკეტილი აქვთ.
ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე სამართალდამცავები არ იმყოფებიან.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.