რამდენიმე დაკავებული აცხადებს, რომ აბსოლუტურად მოულოდნელად და გაურკვეველ პირობებში დააკავეს - ლევან იოსელიანი

08 მარტი 2023, 17:35 456 ნახვა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თბილისის მთავარ სამმართველოში გუშინდელ აქციაზე დაკავებულები მოინახულა.

ომბუდსმენის თქმით, მოინახულა პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძეც,  რომელსაც მისი თქმით, გარეგნული დაზიანებები აღენიშნებოდა.

"მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ იმყოფება, იზოლატორში. 25-ია დაკავებული. ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი და მოვისმინე, რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება. რამდენიმე მათგანს აღენიშნება გარეგნული დაზიანებები. მოვინახულე, რა თქმა უნდა, ზურა ჯაფარიძე. მასაც აღენიშნება გარეგნული დაზიანება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმმა მოინახულა ისინი და ამის გარდა, რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად მოულოდნელად და გაურკვეველ პირობებში დააკავეს. საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ იმ აქციასთან. ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავიო, მტაცეს ხელი და ჩამსვეს მანქანაშიო“, - განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, ყველაზე სერიოზული დაზიანებები ზურა ჯაფარიძეს აქვს.

"დაზიანებები ყველაზე სერიოზული, რაც მე ვნახე ეს ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება. სხვებს ასე სერიოზულად არ აქვთ ვიზუალურად, თუმცა ამაზე ექიმებმა შესაბამისი დასკვნა უნდა დაწერონ და გაირკვევა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში