„უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობას სურს - შარლ მიშელი

08 მარტი 2023, 16:54 494 ნახვა

ძლიერ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, პარლამენტთან აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც შარლ მიშელი „ტვიტერში“ წერს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა.

„უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობას სურს. კანონის უზენაესობისა და ადამიანის ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირის პროექტისთვის საკვანძოა“, – წერს შარლ მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი