"არა რუსულ კანონს," "ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ", - ამ მოწოდებებით მიმდინარეობს "ქალთა მარშის" აქცია ქუთაისში.
მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ მომავალს და ემსახურება რუსულ ინტერესებს.
მარშის ორგანიზატორია ფონდი "სოხუმი" და "ქალთა კლუბი".