რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეები იკრიბებიან, აქვე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.
აქციის მონაწილეებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები მიაქვთ. ისინი დღეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
დღეს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაა დაგეგმილი.