დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის იდეა სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს, 1908 წლის 8 მარტს, გაუსაძლისი შრომითი პირობების გასაპროტესტებლად, ქუჩაში ათასობით ქალი გამოვიდა.
თანამედროვე მსოფლიოში კი 8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის ჭრილში განიხილავენ და მასობრივად, სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავენ.