საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიკარაგუას მარტივად მოუგო

08 მარტი 2023, 10:32 1125 ნახვა

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტთაშორის თასზე კოსტა რიკის დედაქალაქ სან ხოსეში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. პირველ ტურში საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ნიკარაგუას დაუპირისპირდა და მარტივად 16 ბურთიანი სხვაობით 43-27 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ნიკოლოზ შერვაშიძეს ერგო. საქართველო A ჯგუფში ზემოთ აღნიშნეულ ნიკარაგუას, ტაიტის, ნიგერიას და გვადალუპეს ნაკრებებთან ერთად არის. ამ ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც ხორვატიაში გაიმართება.

აჭარის რეგიონიდან საქართველოს ნაკრების ღირსებას თემურ ქამადაძე, ანრი აბულაძე, ნუგზარ ტარიელაძე და ნიკოლოზ შერვაშიძე იცავს.

საქართველოს 19 წლამდე ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე მეორე ტურში ტაიტის დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი