თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ.
„ეს ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.