ცხოველის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს

07 მარტი 2023, 14:20 1041 ნახვა

ცხოველის სიცოცხლის მოსპობაში  ბრალდებული პირი წარდგენილ ბრალს აღიარებს. მას გირაო აქვს შეფარდებული.  თუმცა ირაკლი კეშელავა მოწმეების ჩვენებების ნაწილს არ ეთანხმება და დანაშაულის ჩადენის შესახებ  მათ მიერ აღწერილ გარემოებებს უარყოფს.

ბრალდებულს სავალდებულო დანიშნული ადვოკატი აღარ დაიცავს. თვითაცილების შუამდგომლობით მოსამართლეს თავად ადვოკატმა მიმართა.  ადვოკატ გიორგი მიქელაძის განმარტებით, ის საქმეში იმ მოტივით ჩაერთო, რომ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება  გაფორმდებოდა, რაზეც პროკურატურა უარს აცხადებს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა  დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის ყველა  მტკიცებულება და საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა.   

გამოძიება ირაკლი კეშელავას ცხოველის წამებას  და  სასტიკ მოპყრობას ედავება, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.  23 იანვარს  ბათუმის ცენტრალურ პარკში მიუსაფარი ძაღლის   მკვლელობის  შესახებ პირველად ინფორმაცია  ცხოველთა უფლებადამცველებმა გაავრცელეს.

სხდომის დაწყებამდე  სასამართლოსთან აქცია გამართეს ცხოველთა უფლებადამცველებმა და დამნაშავის სათანადო დასჯა მოითხოვეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი