ITB Berlin-ზე ათიათასობით კომპანიასა და ვიზიტორს საშუალება ექნებათ, გაეცნონ საქართველოს პოტენციალს - პრემიერი

07 მარტი 2023, 13:56 550 ნახვა

ITB Berlin-ზე ათიათასობით ტურისტული კომპანია და ვიზიტორი იქნება წარმოდგენილი, მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს, მსოფლიოში არ მოიძებნება ბევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს უწყვეტი, მრავალათასწლიანი კულტურა, ისტორია და ჩვენ ამით ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც გერმანიის მთავრობას, ისე გამოფენის ყველა ორგანიზატორს და აღნიშნა, რომ ორგანიზატორებმა გუშინ ძალიან კარგად წარმოაჩინეს საქართველოს უნიკალური კულტურა.

"ჩვენთვის დიდი პატივი იყო და არის, რომ საქართველო პირველად არის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, უნიკალური ბუნება და ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მე გუშინ ამის თაობაზე ვრცელი პრეზენტაცია წარვადგინე. მართლაც, მსოფლიოში არ მოიძებნება ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს უწყვეტი, მრავალათასწლიანი კულტურა, ისტორია. ჩვენ ყველანი ამით ვამაყობთ. საამაყოა ნამდვილად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარმოდგენილი. გუშინ ჩვენ მიღებაზე ასევე გვესწრებოდა გერმანიის ვიცე-კანცლერი, ბერლინის მერი. მე კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო გერმანიის მთავრობის მიმართ, რომ მოგვეცა ეს მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ. აქ ათიათასობით ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი და ძალიან ბევრი ვიზიტორი იქნება წარმოდგენილი. მათ ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს. რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს შესახებ. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ ზოგადად ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. მე აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზატორს, რომელიც ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის ამ პრეზენტაციის მომზადებაში. ვფიქრობ, ძალიან კარგად წარმოაჩინეს ჩვენი უნიკალური კულტურა. ასე, რომ ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საამაყოა, რომ დღეს საქართველოა ITB Berlin-ის ​არის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარმოდგენილი.

"მართლაც, მსოფლიოში არ მოიძებნება ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს უწყვეტი, მრავალათასწლიანი კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ამით ვამაყობთ. საამაყოა ნამდვილად რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარმოდგენილი. გუშინ ჩვენ მიღებაზე გვესწრებოდა გერმანიის ვიცე-კანცლერი, ბერლინის მერი და მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი მადლიერება გამოვხატო გერმანიის მთავრობის მიმართ, რომ მოგვეცა ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ. აქ ათი ათასობით ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი და ძალიან ბევრი ვიზიტორი იქნება წარმოდგენილი. მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს. რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს შესახებ. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის ამ პრეზენტაციის მომზადებაში და ვფიქრობ, ძალიან კარგად წარმოაჩინეს ჩვენი უნიკალური კულტურა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ITB Berlin-2023 - ისტორიაში პირველად, ყველაზე პრესტიჟული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - ასეთია მთავარი სლოგანი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო მასშტაბური ღონისძიების 200 ათასამდე სტუმარს საკუთარ უნიკალურ კულტურას, ტრადიციებს და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი