გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 140-ზე მეტი შეტევა 5 მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტერმა 50 საჰაერო და 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
„ოკუპანტები თავიანთ ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მაინერის მიმართულებით. გუშინ, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის 140-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.
პარალელურად უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა დამპყრობლების კონცენტრაციის უბნებს.