ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატო-სა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აღნიშნულს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "არა რუსულ კანონს", "რუსებო".
გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე გარეთაც. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია პოლიცია, სადაც მოქალაქეები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.