ესტონეთის პრემიერ-მინისტრის რეფორმის პარტიამ კვირის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 31,5%-ით პირველი ადგილი დაიკავა, შედეგი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ტალინი დარჩეს კიევის მტკიცე მხარდამჭერ მთავრობად.
ბიულეტენების 98%-ის დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ერკე“ 16,1% მეორე ადგილზეა. თუ 45 წლის კალასი მოახერხებს კოალიციის შექმნას, ეს გააძლიერებს ბალტიისპირეთის ამ ქვეყნის პროევროპულ მიმართულებას.
ულტრამემარჯვენეთა ლიდერი მარტინ ჰელმე არ ცნობს არჩევნების შედეგებს და სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს.