ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ს მოუწოდებს გადასცეს ინფორმაცია, ჩინეთის ლაბორატორიიდან „კოვიდ 19“-ის გაჟონვის შესახებ. ტედროს გებრესიუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიმართავს ყველა წევრ სახელმწიფოს, გაასაჯაროვონ ინფორმაცია „კოვიდ 19“-ის წარმოშობის შესახებ.
აღნიშნა, რომ მსოფლიოს, კოვიდის წარმოშობის წყაროს ცოდნა მომავალი პანდემიების პრევენციასა და მართვაში დაეხმარება.
გებრესიუსმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს ყველა მონაცემები, რომლებიც ვირუსს უკავშირდება და ჩაატაროს სათანადო გამოძიება.