საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის ადგილზე რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოები შეწყდა. დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. მაშველების ცნობით, დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში. გაიფიცნენ რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც მოძველებულ მართვის სისტემასა და უსაფრთხოების არ არსებობას აპროტესტებენ.
სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს სამშაბათს შეეჯახა.