"დინამო" ბათუმმა თბილისის "საბურთალო" 3-1 დაამარცხა

03 მარტი 2023, 22:30 668 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში "დინამო" ბათუმმა თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.

32-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა დედაქალაქები წინ გაიყვანა და პირველი ნახევარი"საბურთალოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდანვე მალევე გეგუჩაძის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, სადებიუტო გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.

7 წუთში ირაკლი ბიძინაშვილმა "დინამო"  წინ გაიყვანა, ხოლო მე-60 წუთზე ფლამარიონმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

ორი ტურის თავზე ბათუმელები უდანაკარგოდ 6 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერები არიან.

მომდევნო ტურში გეგუჩაძის გუნდი 8 მარტს გორში "დილას" ეთამაშება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი