დაკავებები პარლამენტთან - 29 პირი პატიმრობაში რჩება

03 მარტი 2023, 18:00 803 ნახვა

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ აქციაზე დაკავებული ყველა პირის უფლებებს დაიცავს. მან ეს განცხადება დიღმის სამმართველოსთან გააკეთა. დიღმის სამმართველოში იმყოფებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ირაკლი კაჭკაჭიშვილი. გამომძიებლის განცხადებით, შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი დაკავებული ნაცემი იყო. ამის მიუხედავად, გამომძიებელი ამტკიცებს, რომ დაკავებულმა მასთან შეხვედრის დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი უარყო.  გუშინ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი დააკავა.  7 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 29 პირი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი