თორნიკე რიჟვაძემ შინდისის გმირის დედას ბინა გადასცა

03 მარტი 2023, 17:59 778 ნახვა

თორნიკე რიჟვაძემ შინდისის ბრძოლაში დაღუპული რომან ზოიძის დედას ბინა გადასცა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ავრცელებს.

"3 მარტი, ჩვენი დროის გმირის, შინდისს ბრძოლაში დაღუპული რომან ზოიძის დედას ქალბატონ მაროს მივულოცეთ. დიდი სევდის და ტკვილის მიუხედავად საოცარი ატმოსფერო სუფევს გმირის ოჯახში, დედა მორიდებულად ამაყობს საკუთარი შვილის გმირობით. ქალბატონმა მარომ საუბარში ახსენა, რომ ბოლო წლებში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ქირით უწევს ცხოვრება... როგორც კი წამოვედით, ეს ამბავი მივწერე ბატონ თორნიკეს და პასუხიც ზუსტად 1 წუთში მივიღე.

დიახ, ცოტა ხნის წინ, ვესაუბრე ქალბატონ მაროს და ვუთხარი, რომ ბატონი თორნიკეს გადაწყვეტილებით გადაეცემა ბინა საკუთრებაში” - წერს თინა ზოიძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი