ბათუმის სარაგბო კლუბმა სტუმრად თბილისის “აკადემია” დაამარცხა

03 მარტი 2023, 17:23 818 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბი საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მე-15 ტურში, სტუმრად თბილისის „აკადემიას“ დაუპირისპირდა და  7:28 დაამარცხა. 

ირაკლი ნინიძის გუნდმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 4 ლელო დაუდო. გატანილი ლელოთი თავი, ნიკა ნინიძემ გიორგი ფრუიძემ, ანზორ სიჭინავამ და დურმიშხან ჯაბნიძე გამოიჩინეს. 

ჯაბნიძე გარდა გატანილი ლელოსი ასევე  1 ზუსტად შესრულებული გარდასახვით გამოირჩა, ხოლო სამი გარდასხვა, რეზი ჯინჭველაშვილის ანგარიშზეა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 11 მარტს შინ  „ლელო  სარასენსთან“ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი