აქციაზე დაკავებული 29 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, 7 გაათავისუფლეს

03 მარტი 2023, 14:45 526 ნახვა

15  არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა შს მინისტრს.  ითხოვენ  უწყებამ  შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა.

,,წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტრუმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება“.   

რაც შეეხება დაკავებებს, 36-დან ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამ დრომდე 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.  

საპროტესტო აქციაზე  დაკავებულებს შორის  ჩემი კოლეგები ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი ზურა ვარდიაშვილი. ასევე აქციაზე დაშავდა დაშავდა TV პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია.

პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ოპერატორმა დაზიანებები მიიღო და ფეხის და თავის ტრავმა აღენიშნება. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში