თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ინფორმაციას, ამის შესახებ, ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფრომაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.