საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზე ისაუბრა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება.
"ერთობლივი საწარმო ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პოლონურ მხარესთან მუშაობა. მიმდინარე წლის აპრილში რამდენიმე სატესტო დრონს საქართველოში ვაწარმოებთ და გამოვცდით. სატესტო ფრენებსაც ჩავატარებთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა დახვედროდა, მზად არის. „დელტას“ ტერიტორიაზე ავაშენეთ შენობები, სადაც განხორციელდება აღნიშნული დრონების წარმოება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.