ახლა კი გაგაცნობთ მზევინარ ექიმს ქედიდან, რომელიც რამდენიმე სოფლის მოსახლეობას უკვე 20 წელია თავდაუზოგავად ემსახურება. 30 წლის ასაკში დაწყებული საქმიანობა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და მას შემდეგ პაციენტებს ამბულატორიაში თუ ბინაზე დასვენების გარეშე ემსახურება.