დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოლო ტურის მატჩს 7 მარტს სტუმრად ბელგიის ნაკრების წინაღაამდეგ გამართავს. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა თბილისში 4:2 მოიგო.
ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს ხოლო ბელგია 3 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.