საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი თესალონიკიდან ლარისში.
არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელს 350 მგზავრი გადაჰყავდა.
თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, მაშველებმა 250 მგზავრი გადაარჩინეს.
შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. კატასტროფის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.