დანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ახალ პროგრამას იწყებენ

28 თებერვალი 2023, 18:20 1060 ნახვა

დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას აძლიერებენ. ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან ერთად განიხილა, რომელმაც ლელა ჩიქოვანს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა.

დანიის ელჩი და ატაშე ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და SNGP-ის ფარგლებში ეროვნული გვარდიისთვის დანიური მხარის მიერ გადმოცემული აღჭურვილობა დაათვალიერეს.

ახალი პროგრამის ფარგლებში, დანიის შიდა გვარდია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებას გაუწევენ მედეგობის გაძლიერებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი