ქალთა საფეხბურთო კლუბი "ბათუმი" ფუტსალში „ზამთრის თასის'' ფინალში გავიდა. ბათუმელმა გოგონებმა დასავლეთის ზონა მოიგეს, სადაც ქუთაისში ადგილობრივი ,,მართვე'' 6-4 დაამარცხეს და ფინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
,,ბათუმის'' მეტოქე დღეს ,,დინამო'' სოხუმსა და ,,სამეგრელოს'' შორის გაირკვევა. ,,ზამთრის თასის'' ფინალი 6 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ,,ზამთრის თასის'' პირველი სეზონი სფფ-ის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.