თემურ სამხარაძე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
საქართველოს პირველობას მარნეულმა უმასპინძლა და სამხარაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა.
თემურმა
ჩაჯდომაში 320 კგ , წოლჭიმში 190 კგ და ამოწევაში ასევე 320 კგ დააფიქსირა , რაც ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი იყო.
მარნეულში აჭარის ნაკრების სახელი კიდევ ერთი სპორტსმენი ირაკლი ირემაძე გამოდიოდა , რომელმაც სადებიუტო შეჯიბრზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.