სერია A-ს მორიგ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ‘’ნაპოლიმ’’ სტუმრად ‘’ემპოლი’’ ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველი ფეხბურთელის აქტიურობას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.
ნაპოლი სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 3 მარტს, ლაციოსთან ჩაატარებს.