ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა King Of The Table-ის მორიგ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და იტალიელი ერმე გასპარინი დაამარცხა.
საგინაშვილმა საბოლოო ჯამში მეტოქეს 4:2 მოუგო. ლევანი 4:0-ს იგებდა,როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ჰაერი აღარ ეყო, რის გამოც ბრძოლა შეწყვიტა.
გამომდინარე იქიდან რომ ქართველს 4 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა გამარჯვება მას დარჩა და დარჩენილი 2 ქულა მეტოქეს მიაკუთვნეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან საგინაშვილმა და ერმე გასპარინიმ კიდევ ერთი დაპირისპირება დაანონსეს.