„ლელომ“ იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკო

25 თებერვალი 2023, 14:39 498 ნახვა

საქართველოს ოკუპაციის 102 წლისთავზე, იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმაც.

შეკრებილებმა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს. დაღუპულებს პატივი უკრაინიდან დევნილებმაც მიაგეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში