დღეს "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" დაუპირისპირდება

25 თებერვალი 2023, 11:02 476 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლზე "ემპოლს" დაუპირისპირდება.
23 ტურის შემდეგ ნეაპოლელები გათამაშებას 62 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ, "ემპოლი" კი 28 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი სპალეტის გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

დღევანდელი დაპირისპირება კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში