საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

24 თებერვალი 2023, 10:20 715 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლე ომის წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

შენობის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ არ შემეხო გამოიფინა.

24 თებერვლის 03:00 საათამდე ორბელიანის სასახლე ღიაა და მსურველებს გამოფენის დათვალიერება შეეძლებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი