მსოფლიო უკრაინის მხარდასაჭერად

23 თებერვალი 2023, 20:20 761 ნახვა

ფინეთი უკრაინას ლეოპარდ-2 ტიპის  სამ საბრძოლო ტანკს გაუგზავნის- ამის შესახებ   ფინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. იანვარში ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო კიევს  სამხედრო მხარდაჭერის ფარგლებში  საბრძოლო ტანკების მიწოდებას დაჰპირდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი წვლილი არ იქნება  მრავალრიცხოვანი.  დღეს  უკრაინაში იმყოფებოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრიც, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრამდე სანჩესი ომით განადგურებულ ბუჩასა და ირპინში ჩავიდა. პარალელურად კი რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა და ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ვნახოთ რეპორტაჟი .

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში