მიმდინარეობს „აჭარის თასი 2017-ის“ მეორე ტურის შეხვედრები. ფუტზალში ბათუმურმა გუნდებმა გაიმარჯვეს. ორგანიზატორების თქმით ეს არის აქცია ზამთრის ტურიზმის გასაძლიერებლად. შეჯიბრი საერთაშორისოა და საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანისა და რუსეთის გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.