კვარიათში 30-მდე უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი იგეგმება - მუნიციპალური ინსპექცია

22 თებერვალი 2023, 13:11 698 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიოს შემდეგ, უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟს კვარიათის სანაპიროზე ახორციელებს - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 30-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება.

"ამ დროისთვის უკვე განხორციელდა 6 კაფე-ბარის დემონტაჟი და 4 სავაჭრო ჯიხური ტერიტორიიდან მეპატრონის მიერ იქნა გატანილი. ობიექტები სანაპირო ზოლზე სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ. სამართალდამრღვევები მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის დაწყებამდე არაერთხელ გააფრთხილა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი