ჩრდილოეთის ნაკადზე აფეთქება საერთაშორისო ტერორიზმის აქტია - ნებენზია

22 თებერვალი 2023, 10:26 707 ნახვა

სექტემბერში ჩრდილოეთის ნაკადის  გაზსადენებზე მომხდარი აფეთქება  "საერთაშორისო ტერორიზმის აქტი" იყო.  ამის შესახებ რუსეთის ელჩმა  გაეროში  უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვასილი ნებენზიამ განაცხადა.  სამი ქვეყნის, დანიის, გერმანიისა და შვედეთის განცხადებით,  გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. უშიშროების საბჭო სექტემბრის ინციდენტის განსახილველად შეიკრიბა.

დანიამ, გერმანიამ და შვედეთმა უშიშროების საბჭოს ერთობლივ წერილში განუცხადეს, რომ "რუსეთის ხელისუფლება ინფორმირებულია მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით" მათი ეროვნული ხელისუფლების მიერ, რომლებმაც ამ დრომდე  მხოლოდ ის დაადგინეს, რომ მილსადენების დაზიანება "ძლიერმა აფეთქებებმა და  დივერსიამ გამოიწვია". მოსკოვი ამტკიცებს, რომ იმ აფეთქებების უკან დასავლეთი დგას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი