საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გუშინ გვიან ამსტერდამში ჩაფრინდა და გუნდს შეუერთდა. კაპიტნისა და ნაკრების წევრების შეხვედრის ემოციური კადრები საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
გუნდი უკვე სრული შემადგენლობით ვარჯიშობს და ხვალ ნიდერლანდების წინააღმდეგ პრინციპულ მატჩს გამართავს.
შეხვედრის შემდეგ თორნიკე შენგელია ბოლონიაში, 24 თებერვლის საევროლიგო მატჩის სათამაშოდ დაბრუნდება, რის შემდეგაც, იმავე ღამეს, ჩარტერული რეისით თბილისში გამოფრინდება და 26 თებერვალს ისლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს უკაპიტნებს.