გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სტუმრად კონკურენტ „ხეტაფესთან“ 0:1 წააგო და სატურნირო ცხრილში ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ვალენსიურ გუნდს 20 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზე არიან.
დებიუტი ჰქონდა რუბენ ბარახას რომელიც მთავარ მწვრთნელად სულ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა „ვალენსიაში“, მაგრამ ეს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა.
ქართველ გოლკიპერს პირველ ტაიმში 4 „სეივი“ ჰქონდა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მაგრამ „ხეტაფემ“ მაინც მოახერხა და 82-ე წუთზე ალდერეტეს პასით მაიორალმა ცარიელ კარში გოლის გატანა შეძლო.
შემდეგ ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება.