დღის განმავლობაში მტერმა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 6 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასევე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 86-ჯერ გახსნა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 11 დასახლებასთან მოიგერიეს.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე.
რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად განადგურდა და დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები, სკოლები და მაღაზიები. არიან დაღუპულები და დაშავებულები"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.