ახალგაზრდების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალისთვის გაგრძელდება. დახურულ სხდომაზე განიხილავენ ერთ-ერთი არასრულწლოვნის საქმეს. ხვალ სავარაუდოდ მოწმეებს დაკითხავენ. 7 ახალგაზრდა ბათუმის ბულვარში გუშინ დააკავეს, რომლებსაც პროკურატურა წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ბრალდებულების მშობლები სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. რასაც უწყება უარყოფს.