„ხალხის ძალის" ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

20 თებერვალი 2023, 12:10 498 ნახვა

თუ კანონი კანონპროექტად იქცა, მაშინ   შეიქმნება  უცხოური გავლენის  აგენტების რეესტრი,  რომელშიც  დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა     წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. 

,,ხალხის ძალის“   მიერ მომზადებულ ამ საკანონმდებლო ინიციატივას, გაჟღერებისთანავე მოჰყვა როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკა.  

,,კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების  „გაშავება“- ისმის ასეთი შეფასებები, რომ  იგი   არა ამერიკული,   არამედ რუსულ კანონმდებლობის ანალოგია.   

''ქართულ ოცნებას“  გამიჯნულების მიერ მომზადებულ კანონპროექტს საერთაშორისო ასპარეზზეც   მოჰყვა გამოხმაურება. 

40  უფლებადამცველი ორგანიზაცია სხვადასხვა  ქვეყნიდან “ოცნებას” მოუწოდებს  არ მიიღოს “აგენტებზე” კანონი.  მოცემულობა კი ასეთია, დღეს  დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში