რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის, ხარკოვის რეგიონის, დასახლებული პუნქტები დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო საწარმოს შენობები, ბენზინგასამართი სადგურები, ავტოფარეხები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის თავდასხმა სამ რეგიონში და დაარტყეს ოკუპანტების კონცენტრაციის 20 ზონას.
"მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის და მაინერის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე"- აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 10 სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა განახორციელა. განხორციელდა 62 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. არიან დაჭრილები და დაღუპულები.