ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა

19 თებერვალი 2023, 19:10 1931 ნახვა

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის უზარმაზარი ლოდები ისევ მაგისტრალზეა. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებმაც ტერიტორია უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყვითელი ლენტით გადაკეტეს.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი