შენგელიას “ვირტუსი" იტალიის თასის ფინალშია

18 თებერვალი 2023, 23:03 590 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის თასის ფინალში ითამაშებს. სერჯო სკარიოლოს გუნდმა  ნახევარფინალურ დაპირისპირებაში  „ტორტონა“ დიდი ანგარიშით 90:65 დაამარცხა.

შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ მარკო ბელინელის ჩამორჩა, რომელმაც 19 წუთში 20 ქულა ჩააგდო.“ვირტუს ბოლონია“ ფინალში „ბრეშას“ დაუპირისპირდება.

მატჩში დღეს  თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში