საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო

18 თებერვალი 2023, 10:06 550 ნახვა

დღეს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით თბილისში შეიკრიბა და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება, ხოლო საკვალიფიკაციოს დასკვნით მატჩში თბილისში ისლანდიას დაუპირისპირდება.

ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც მომავალ აგვისტო-სექტემბერში სამი აზიური ქვეყანა – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს. თბილისი არენაზე ნაკრებში გამოძახებული 14 მოთამაშიდან 8 იმყოფებოდა.

ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ისევე როგორც ესპანურ ლიგაში მოთამაშე გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, ეროვნულ გუნდს ალმერეში შეუერთდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი