საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ''Open Data Watch"-ის ანგარიშის მიხედვით ჩვენი ქვეყნის სტატისტიკის სისტემა საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა.
კერძოდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ვიგებთ, რომ საქართველო 3 პოზიციით გაუმჯობესდა, შესაბამისად მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს სტატისტიკის სისტემა ჯამში 70 ქულით შეფასდა.
შეფასება ეხება რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიული სტატისტიკას, ასევე ეროვნულ ანგარიშებს, გენდერული, დასაქმების, უმუშევრობისა და ფასების სტატისტიკას, განათლებასა და ჯანდაცვას, სამართალდარღვევებისა და სიღარიბის მაჩვენებლებსაც.
ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას.