უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

17 თებერვალი 2023, 10:14 634 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმა მოიგერიეს სამი რეგიონის 16 დასახლებულ პუნქტთან. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა სამი რეგიონის 16 დასახლებულ პუნქტთან მტრის თავდასხმა მოიგერიეს.

„მტერმა, გასული დღის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის 41 რაკეტა გამოიყენა. 16 რაკეტა ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა განახორციელეს 24 საჰაერო დარტყმა და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ზე მეტჯერ გახსნეს. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაჭრილები და დაღუპულები“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი