ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ნატო-ს დაფუძნებიდან ალიანსის ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა.