ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში სავაჭრო მოლში სროლის შეგედად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი. ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული, მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ. დანაშაულის მოტივი უცნობია. სავაჭრო მოლი პოლიციამ შემოსაზღვრა და მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ დანაშაულის რაიონში გადაადგილებისგან.